
საინვესტიციო მენეჯმენტი

საკითხების ჩამონათვალი:
შესავალი
შერჩევა, ინვესტირება, მართვა
გამორჩეული პროექტები
შესავალი
საქართველო ინვესტირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. საქართველო გამოირჩევა ძლიერი მიკ რო და მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლებით, მას უჭირავს მაღალი პოზიციები სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა ყოველწლიურად სტაბილურად მზარდია. საქართველო ცნობილია თავისი დაბალი საგადასახადო განაკვეთებით, მინიმალური ბიუროკრატიული დაბრკოლებებითა და სამთავრობო სერვისების მაღალი გაციფრულების ხარისხით. ყველაფერი ზემოაღნიშნული ერთობლიობაში ჰქმნის საუკეთესო საინვესტიციო გარემოს განახორციელოთ ინვესტიცია მინიმალური დანახარჯებით და მიიღოთ მაღალი ამონაგები.
შერჩევა, ინვესტირება, მართვა
კომპანია "იუ თრასთში" ჩვენ გთავაზობთ ინვესტიციების მართვის სერვისების ყოვლისმომც ველ კომპლექტს. ეს მოიცავს საინვესტიციო კონსულტაციებს, დახმარებას ეფექტური ინვესტიციების განხორციელებაში და უკვე განხორციელებული ინვესტიციების მართვას შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით.
ჩვენს გუნდს ყოველდღიურად აქვს შეხება სხვადასხვა ტიპისა და სფეროს ბიზნესთან, რაც გვაძლევს წარმოდგენას ამათუ იმ სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ამ ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ გაგიზიარებთ თქვენი ინვესტიციისათვის შესაბამის რჩევებს. ჩვენი იურიდიული ექსპერტები საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, უზრუნველყონ რომ თქვენი ინვესტიცია იყოს უსაფრთხო, მომგებიანი და მაღალი ლიკვიდობის მქონე.
თუ უკმაყოფილო ხართ ა რსებული ინვესტიციის შედეგად მიღებული ამონაგებით ან ეძებთ სანდო ბიზნეს პარტნიორს თქვენი ინვესტიციის სამართავად, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენი ინვესტიციის ყველა საჭირო ასპექტს, რათა გავაუმჯობესოთ ფულადი ნაკადები და გავზარდოთ თქვენი შემოსავლები.
გამორჩეული პროექტები
ამჟამად ჩვენი გუნდი მართავს რამდენიმე კლიენტის საინვესტიციო პროექტს, მათ შორის, ზოგიერთ პროექტში ვახორციელებთ პრაქტიკულ მენეჯმენტს, სადაც ვმართავთ და ვაკვირდებით ყოველდღიურ ოპერაციებს. მოცემული პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ინვესტიციების გვერდს.
დაინტერესდით ჩვენი მომსახურებით ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ მეტი? ონლაინ კონსულტაციის დასაჯავშნად ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს. დაჯავშნეთ ახლავე!