
უძრავი ქონება

საკითხების ჩამონათვალი შესავალი
უძრავი ქონების სერვისები
უძრავი ქონების დისტანციური სერვისები
შესავალი
უძრავი ქონება 15 წელზე მეტია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რომლის საბაზრო და ქონებრივი ღირებულება მუდმივად იზრდება. ეს უკანასკნელი უძრავ ქონებას უპირველეს საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს როგორც უცხოელი, ა სევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის.
უძრავი ქონების სერვისები
მომგებიანი ინვესტიციების უზრუნველსაყოფად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაყიდვებისა და შეძენის პროცესების უსაფრთხოდ და ზუსტად/სწორად მართვას. ჩვენი სერვისები მოიცავს დეველოპერების სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობის მიმოხილვას, საკუთრების უფლების, თანდართული ვალდებულებებისა და სხვა აუცილებელი სერვისების შემოწმებას.
ჩვენს იურიდიულ გუნდს აქვს დიდი გამოცდილება ზემოთხსენებულ სფეროებში. ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ უძრავი ქონების გარიგებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება - თქვენთვის საჭირო ქონების მოძიებიდან და მისი იურიდიული და ფიზიკური მდგომარეობის შეფასებით დაწყებული, გარიგებების დროს არსებული მოლაპარაკებითა და შეძენით დასრულებული. ჩვენ ასევე დაგეხმარებით საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში. ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ თქვენი საკუთრება შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.
უძრავი ქონების დისტანციური სერვისები
ჩვენი უძრავი ქონების ნებისმიერ სერვისზე წვდომა შესაძლებელია დისტანციურად, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გჭირდებათ სამშობლოს დატოვება ქართულ უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის. გაინტერესებთ მეტი, ვიდრე უბრალოდ საკუთრების შეძენა? შეამოწმეთ ჩვენი ინვესტიციების მართვის სერვისი ან/და ჩვენი "გუდაურის სათხილამურო კურორტის" სასტუმროს პროექტი, რომ გაიგოთ მეტი, თუ როგორ ვმართავთ უძრავ ქონებას ინვესტიციის მაქსიმალური ანაზღაურების მისაღებად.
დაინტერესებული ხართ ჩვენი მომსახურებით ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ მეტი? ონლაინ კონსულტაციის დასაჯავშნად ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს. დაჯავშნეთ ახლავე!